|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერმა შშმ პირები ურეკში მოინახულა

ქუთაისის მერიის სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახური შავი ზღვის სანაპიროზე კურორტულ სამკურნალო სარეაბილიტაციო მომსახურებას ახორციელებს. ათ-ათი დღით 400 ბენეფიციარი ურეკში ზაფხულის განმავლობაში ისვენებს. ისინი ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ მოინახულა და მათთან ერთი დღე გაატარა. მერიის პროგრამაში ჩართული ბენეფიცარები არიან: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ცერებრალური დამბლით დაავადებულები და მათი მომვლელები, ასევე სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი დედები და განსაკუთრებული საჭიროების მქონე სოცილაურად დაუცველი ოჯახის წევრები. დასვენების კურსი სულ ხუთ ეტაპად ხორციელდება. მეხუთე ნაკადი ურეკში ხვალ გაემგზავრება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა