ქუჩის კალათბურთის გამარჯვებული ქუთაისის გუნდის წევრი გახდა(ვიდეო)
ქუჩის კალათბურთში ტურნირი მეოთხედ ჩატარდა. ტურნირს სახელწოდებით ,,KING OF THE ROCK” ორგანიზება "რედ ბულმა" გაუწია. შესარჩევი ტურნირი 13 ივნისს ქუთაისში, 26 ივნისს კი თბილისში გაიმართა. საბოლოოდ 64 მონაწილე შეირჩა. დასკვნითი ეტაპი 2 აგვისტოს შედგა, რომლის გამარჯვებულიც "ქუთაისი 2010"–ის კალათბურთელი ვახო ქადარია გახდა, რომელმაც აღნიშნული ჯილდო ზედიზედ მესამედ მიიღო. როგორც კალათბურთელი "ნიუპრესთან" საუბარში აღნიშნავს, ტურნირი მისთვის სირთულეს არ წარმოადგენდა. "მოგება არ გამჭირვებია, სამი წელია მონაწილეობას ვიღებ აღნიშნულ ტურნირში, წინა წლებთან შედარებით მარტივად მოვიგე, ალბათ დაგროვებული გამოცდილების დამსახურებით"-განაცხადა ქადარიამ.
პირველი ტურნირის გამარჯვებული სამი წლის წინ ვატო თევზაძე გახდა, რის შემდეგაც „კლდის მეფის“ ტიტული ზედიზედ სამჯერ ქადარიამ მოიგო. ვახტანგ ქადარია და ირაკლი ჯანხოთელი 29 აგვისტოს მსოფლიო ფინალზე "კლდის მეფის" ტიტულისთვის მსოფლიოს 25 ქვეყნის გამარჯვებულთან ერთად იბრძოლებენ.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:29
18:25
15:07
12:11
12:45
















