|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ცენტრალურ ბულვარში საქველმოქმედო აქცია მიმდინარეობს

არასამთავრობო ორგანიზაციამიგრაციის სახლისორგანიზებით ქუთაისში, ცენტრალურ ბულვარში საქველმოქმედო აქცია მიმდინარეობს. ორგანიზაციის წევრები სოციალურად დაუცველი სამი ოჯახის დასახმარებლად შეგროვებულ ძველ ნივთებს სიმბოლურ ფასებში ყიდიან. აქცია დღის ბოლომდე გაგრძელდება და შეგროვებული თანხა წყალტუბოში მცხოვრებ ჯიმშელეიშვილების ხუთშვილიან ოჯახს, ქუთისში მცხოვრებ  ჯამაძეების სოციალურად დაუცველ ოჯახს და თბილისში მცხოვრებ გორგაძეების ხუთსულიან ოჯახს გადაერიცხება.                                      "ვმართავთ სოლიდარობის კამპანიას სამი სოციალურად დაუცველი ოჯახის დასახმარებლად. ვაგროვებთ წიგნებს, ხელნაკეთ ნივთებს და სხვა საგნებს. შეგროვებულ ნივთები საჯარო სივრცეში გაიყიდება. შემოსული თანხით კი ამ ოჯახებს დავეხმარებით. გაიღე ნივთი, დაეხმარე მას, ვისაც შენზე მეტად უჭირს. ნივთების მიტანა შეგიძლიათ რადიოძველი ქალაქისოფისში (გაპონოვის #30)"–განაცხადა აქციის ორგანიზატორმა გივი ავალიანმა. 

თანხის შეგროვება მიმდინარეობს საბანკო გადარიცხვითაც. ნებისმიერ მსურველს, კერძო თუ იურიდიულ პირს შეუძლია შემოგვიერთდეს. საბანკო რეკვიზიტები: მიმღები: მიგრაციის სახლი 
ბანკის 
კოდი: UGEBGE22 
ანგარიშის ნომერი: GE63VT0500000077833602GEL
გთხოვთ გადარიცხვის დანიშნულებაში მიუთითოთ ქველმოქმედება .
აქციაში უკვე რამდენიმე კლინიკა, კერძო კომპანია და მოქალაქე ჩაერთო. დღის ბოლომდე ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს სოციალურად დაუცველთა დასახმარებლად გამართულ აქციას შეუერთდეს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა