|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა ქონებას ფლობს ომარ ნიშნიანიძე?  

"ნიუპრესი" აგრძელებს თანამდებობის მქონე პირთა ქონებრივი დეკლარაციების გამოქვეყნებას. ამჯერად საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ომარ ნიშნიანიძის ქონებრივ მდგომარეობას გაგაცნობთ.
დეპუტატი 1952 წელს თერჯოლის რაიონის სოფელ ჭოგნარში დაიბადა, ჰყავს მეუღლე ნინო თხელიძე. ნიშნიანიძისა და მის მეუღლის სახლზე რამდენიმე საცხოვრებელი ფართი და მიწის ნაკვეთია რეგისტრირებული. 1500.00 კვ.მ ფართობი მიწის ნაკვეთი ტყიბულის რ-ნი, სოფ. კურსებში, ავტოფარეხი. ქუთაისი, გრ. ხანძთელის 21ბ, ფართობი - 38.00 კვ.მ, საცხოვრებელი სახლი თერჯოლის რ-ნი, სოფ. ჭოგნარში ფართობი - 150.00 კვ.მ, ასევე 60000.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი თერჯოლაში.
ნინო თხელიძის სახელზეა მიწის ფართობი ქუთაისი, გრ. ხანძთელის 21ბ–ში მდებარე 1117.93 კვ.მ ფართობი, ამავე ქუჩაზე 224.93 კვ.მ საცხოვრებელი სახლი და 1639.94 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი, ასევე წერეთლის №4–ში მდებარე 27.37 კვ.მ და წერეთლის 170 ნომერში მდებარე 1368.00 კვ.მ ფართობი.
დეპუტატს ჰყავს მსუბუქი ავტომობილი.
ომარ ნიშნიანიძის სახელფასო ანგარიში ,,ვი–თი–ბი" ბანკში 25.20 ლარია, "ბანკი ქართუ" 116.93 ლარი, ნინო თხელიძე "პროკრედიტ" ბანკი მიმდინარე 9.00 ლარი, "კორსტანდარტ ბანკი" მიმდინარე მიმდინარე სახელფასო ანგარიში 3.00 ლარი "კორსტანდარტ ბანკში" ანაბარზე კი 9500.00 ლარია. რაც შეეხება მათ მიერ შესრულებული სამუშაოების ანაზღაურებას, ომარ ნიშნიანიძე აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ისტორია-არქეოლოგიის დეპარტამენტის, მსოფლიო ისტორიის მიმართულების პროფესორის თანამდებობაზე ერთ წელში 13125.00 ლარის მფლობელი გახდა, ნინო თხელიძეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება "კოლხა" დირექტორის პოსტზე 4500.00 ლარი, ომარ ნიშნიანიძეს საქართველოს პარლამენტის წევრის რანგში წევრი 50280.00 ლარი დაერიცხა. 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა