ქუთაისში კოლხეთის ქუჩაზე ბეტონის საფარი დაიგო
ქუთაისში კოლხეთის ქუჩაზე ბეტონის საფარი დაიგო. 7400 კვადრატული მეტრი ფართობის ბეტონის საფარის დაგება ერთი თვის წინ დაიწყო. სამუშაოები ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ დაათვალიერა.
„წელს დიდი მასშტაბის სამუშაოები გვაქვს დაგეგმილი ქუთაისში. ერთდროულად ათეულობით ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სხვადასხვა კომპანიებს ზოგჯერ რთულ პირობებში უწევთ სამუშაოების შესრულება, თუმცა ყველა სამუშაო გეგმის მიხედვით დასრულდება. კოლხეთის ქუჩასთან ერთად ასევე პრაქტიკულად დასრულებულია ქიაჩელის ქუჩა, შესაბამისად, სექტემბრის თვეში შეიძლება ითქვას ძირითადი სამუშაოების ნახევარზე მეტი უკვე დასრულებული იქნება“ ,-აღნიშნა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ.
კოლხეთის ქუჩის ბეტონის საფარისათვის 622 887 ლარი დაიხარჯა, რომელიც რეგიონული განვითარების ფონდმა გამოყო. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „GEO CONSTRUCTION”-მა განახორციელა.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:29
18:25
15:07
12:11
12:45
















