ბაგა-ბაღების თანამშრომლებს ტესტირების ჩატარების პროცედურა გააცნეს
ქუთაისის მერის მოადგილე კონსტანტინე ქავთარაძე ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანების ადმინისტრაციის თანამშრომლებს შეხვდა. მერის მოადგილემ მათ ატესტაციის, ტესტირების ეტაპების ჩატარების პროცედურა გააცნო.
ატესტაციას გაივლის ააიპი-ს ადმინისტრაციის თანამშრომლები. ასევე სახელშეკრულებო
ურთიერთობების გაგრძელების სურვილის გამოხატვის შემთხვევაში ტესტირების ეტაპის გადალახვა მოუწევთ ფილიალის მმართველად მყოფ პიროვნებებს. მათ გაუკეთდათ შეთავაზება, რომ ტესტირებამდე დარჩნენ ხელშეკრულებით(მათი სურვილის შესაბამისად), რადგან ტესტირების გავლამდე არ ქონდეთ სამუშაოს ხანგძლივობის წყვეტა.
ტესტი შედგება ორი ნაწილისაგან: ტესტის პირველი ნაწილი მიმართულია მონაწილის ცოდნის შესაფასებლად, ხოლო მეორე ნაწილი ემსახურება უნარ-ჩვევების დადგენას. მინიმალური ბარიერია 65% 100 კითხვიდან. ტესტის ხანგძლივობა 4 საათი.
ააიპ - დაწესებულებების თანამშრომლებს, რეორგანიზაციის და ატესტაციის შესახებ რამდენიმე თვის წინ ეცნობათ.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:29
18:25
15:07
12:11
12:45
















