|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით 42 ეზო მოწესრიგდა

ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის უფროსთან ერთად, მრავალსართულიანი ბინების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერა . ეზოების მოსაწესრიგებლად თანხები რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოიყო. ამ ეტაპზე 42 ეზოს კეთილმოწყობაა დასრულებული. ეზოებში ასფალტის საფარის დაგება თანადაფინანსებით ხდება, თვითმმართველობა აფინანსებს 90%- მოსახლეობა კი თანხის 10%- იხდის. ,,წელს დაპროექტებულია 62 ეზო. წლის ბოლომდე ვეცდებით მოვიზიდოთ დამატებითი თანხები. რათა ქალაქში მეტი ეზოს კეთილმოწყობა მოხდეს. ბოლო 2 წელია მნიშვნელოვნად გაიზარდა განცხადებები ეზოების კეთილმოწყობასთან დაკავშირებით. მარტო 2014 წელს 136 ეზო მოწესრიგდა. ჩვენ ასევე ვეცდებით, რომ მომავალ წელს ამ პროგრამის დაფინანსება გავაორმაგოთ.“-აღნიშნა შოთა მურღულიამ.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა