"საარჩევნო განვითარების სკოლა 2015"- ის სასწავლო კურსი დასრულდა
"საარჩევნო განვითარების სკოლა 2015"-ის სასწავლო კურსი დასრულდა. სერტიფიკატები 286 მონაწილეს გადაეცა. საარჩევნო განვითარების სკოლა 10 რეგიონში გაიმართა.სასწავლო კურსის ტრენერები საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები არიან, რომლებმაც სპეციალური გადამზადება გაიარეს.
"ეს იყოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ერთობლივი საპილოტე პროგრამა საარჩევნო გარემოს განვითარებისთვის.დღეს დასრულდა საარჩევნო განვითარების მეორე ეტაპი,ახალგაზრდებმა უკვე აითვისეს საარჩევნო პროცედურები. საარჩევნო ადმინისტრაციამ სწორედ სკოლაში მონაწილეობის მსურველების გამო გადაწყვიტა ტრენინგის მეორე ეტაპის ჩატარება",-განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის იმერეთი რაჭა-ლეჩხუმის კოორდინატორმა ეკა ბაქრაძემ.
"ძალიან კარგი პროექტი იყო,ნამდვილად გადააჭარბა მოლოდინებს. მიხარია,რომ მივიღე ცოდნა საარჩევნო კომისიიაზე და მიმდინარე პროცედურებზე, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პროექტის ორგანიზტორებს",-აღნიშნა პროექტის მონაწილე ნინო მიგინეიშვილმა. ტრენინგში სულ 522-მა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





16:29
18:25
15:07
12:11
12:45
















