|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა ქონებას ფლობს ზესტაფონის მაჟორიტარი გოგი ქავთარაძე?

რუბრიკაში "რა ქონებას ფლობს თანამდებობის პირი", ამჯერად ზესტაფონის მაჟორიტარ–დეპუტატის, მსახიობისა და რეჟისორის გიორგი ქავთარაძის ქონებრივ დეკლარაციას გთავაზობთ. გოგი ქავთარაძე 1940 წელს თბილისში დაიბადა. ჰყვას მეუღლე ნუნუ ლომიძე. დეპუტატის სახელზეა რეგისტრირებული თბილისში, შევჩენკოს . 5 ნომერში მდებარე  82.00 კვ. ფართობის ბინაა, 2154.00 კვ. მიწის ნაკვეთი კასპის რაიონში, სოფელ თვალადიში, ასევე კასპის რაიონში 80.00 კვ. ფართობის საკუთარი სახლი. ნუნუ ლომიძეს ბანკი "ქართუ"–ს ანაბარზე  250.00 აშშ დოლარი, "თიბისი" ბანკში 200.00 აშშ დოლარი ერიცხება. დეკლარაციის შევსებისას ნაღდი ფულის სახით 10 000 ლარი დააფიქსირა. ოჯახი არ ფლობს ფასიან ქაღალდებს და არ ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას.

გიორგი ქავთარაძემ ერთი წლის განმავლობაში ანაზღაურების სახით  საქართველოს თეატრალური საზოგადოების  კავშირის თავმჯდომარის რანგში  4800.00 ლარი, პარლამენტი წევრის პოსტზე კი 36000.00 ლარი აიღო, მან ასევე სახელმწიფო სტიპენდიის სახით 4800.00 ლარი მიიღო.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 40%
არა - 60%
არ ვიცი - 0%
სულ - 5 ხმა