"სამშობლოს ყოველთვის უნდა ახსოვდეს დაღუპული ჯარისკაცები"
"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის წევრებმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაგებად მემორიალი ყვავილებით შეამკეს. ორგანიზაციის წევრთა განცხადებით სამშობლომ უნდა დააფასოსომისთვის დაღუპული მეომრები და მხოლოდ კონკრეტულ დღეებში არ უნდა გაიხსენოს. "ამ ადამიანებმა სამშობლოს თავისუფლებას, ადამიანისთვის ყველაზე ძვირფასი სიცოცხლე შესწირეს. თითოეული ქართველის ვალია მათი მონაპოვარი და იდეები გაგარძელოს და დაიცვას. დღეს პატივი მივაგეთ 2008 წლის აგვისტოს ომში დაიღუპულ ჯარისკაცებს და ვთვლით, რომ ეს ადამიანები მხოლოდ ამ დღეს არ უნდა გვახსოვდნენ"–განაცხადა ორგანიზაციის წარმომადგენელმა კოტე რატიანმა. აგვისტოს ომიდან 7 წელი გავიდა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:29
18:25
15:07
12:11
12:45
















