|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ქუთაისში მემორიალი გვირგვინით შეამკო

თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ებრალიძემ , გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ ,ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა და მერის მოადგილემ კონსტანტინე ქავთარაძემ მესამე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა 8 აგვისტოს ომში დაღუპულები გაიხსენეს და მათ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. "ძალიან მძიმე და ამავდროულად საამაყო დღე არის ჩვენთვის, რადგან ჯარისკაცებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ სამშობლოსათვის თავის გაწირვა უანგაროდ არ ჩაივლის, სწორედ ასეთ ადამიანებზე დგას ქვეყანა. ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდნენ ისინი და პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას"–განაცხადა დავით დვალმა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა