|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ქუთაისის ბაღების გამგეები პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს“

„გრძელდება პოლიტიკური ნიშნით ადამიანების გათავისუფლება, რასაც ვერც ქუთაისის მერიის ერთ-ერთი უწყება, ააიპი ბაღების გაერთიანება გადაურჩა“-ასეთი შეფასება მისცა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გია თევდორაძემ ბაღებში მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში გამგეების გათავისუფლებას. თევდორაძის განცხადებით, ბაღების თანამშრომლებმა პირველ ეტაპზე მიიღეს რეორგანიზაციის პროცესში გათავისუფლების შესახებ ბრძანება, მეორეჯერზე მიღებულ განცხადებაში კი წერია რომ, ეს ადამიანები შტატების შემცირების გამო გაუშვეს სამსახურიდან. „საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ მიმდინარე რეორგანიზაციის შესახებ წერილობით დოკუმენტი არ არსებობს და არც არავის უნახავს, მაგრამ ხელისუფლებისთვის მთავარია ამ კონკერეტული ადამიანების გაშვება. ამ პროცესებში კi რაც ყველაზე მნიშვნელოვანია არის ის, რომ დებულების მიხედვით სავარუდოდ, ხუთ ბაღს ეყოლება ერთი ზედამხედველი, თუ მაყურებელი, რომელიც გააკონტროლებს ფილიალების მუშაობას, თუმცა, საინტერესოა როგორ მოხდება ბაღებში მიმდინარე პროცესების ყოველდღიური შეფასება, ვინ შეამოწმებს ბაღებში შესულ საკვებს? ამიტომ მოვუწოდებ თვითმმართველობას პარტიულ ინტერესებს ნუ გადააყოლებენ ბავშვებს და მათ ბედს.“-განაცხადა გია თევდორაძემ. შეგახსენებთ, რომ ქუთაისის 35 ბაღის გამგე რეორგანიზაციის ფარგლებში სამასახურიდან გაუშვეს, ამ დროისთვის არცერთ მათგანს ბრძანებაზე ხელი არ აქვს მოწერილი.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა