"მეტი ქალი პოლიტიკაში"–შეხვედრა გენდერის მედიაცენტრში
"მეტი ქალი პოლიტიკაში"–ამ საკითხზე გაიმართა შეხვედრა ჟურნალისტებთან და პოლიტიკური პარტიების წარმოამდგენლებთან. ღონისძიებას საკრებულოს წევრი "დემოკრტიული მოძრაობიდან" დავით წიტაიშვილი და ქალთა ფრაქციის ხელმძღვანელი ნატო უგრეხელიძე ესწრებოდნენ. შეხვედრაზე მონაწილეებმა პოლიტიკაში ქალის, რომლის გაზრდის
მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
"ეს არის ძალიან საინტერესო თემა, რა თქმა უნდა , პოლიტიკაში მეტი ქალია საჭირო. მოვუწოდებ ყველა ქალბატონს აქტიურად ჩაერთონ პოლიტიკაში და საერთოდ მიმდინარე
პროცესებში",-აღნიშნა საკრებულოს წევრმა დავით წიტაიშვილმა.
"ქუთაისის გენდერის მედიაცენტრი აქტიურად განაგრძობს შეხვედრებსა და დისკუსიებს, მოწვეული
არიან პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვა სფეროს წარმომადგენლები. ამ ეტაპზე მედიის წარმოადგენლები ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლებს
შევახვედრეთ.
ვფიქრობ შეხვედრა საინტერესო აღმოჩნდა, რადგან თემაა მნიშვნელოვანი",-განაცხადა ქუთაისის გენდერის მედიაცენტრის ხელმძღვანელმა ქეთი ბერძენიშვილმა.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:29
18:25
15:07
12:11
12:45
















