მეორადი ჩარიცხვები არ განხორციელდება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრის ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის თქმით, მეორადი ჩარიცხვები აღარ განხორციელდება, ამიტომ მიმინოშვილი აბიტურიენტებს ურჩევს ფაკულტეტების ჩამონათვალში მიუთითონ ყველა ის პროგრამა, რომლებზეც მათ მიერ არჩეული საგნები ბარდება და რომელთაც მეორადი ჩარიცხვებისას აირჩევდნენ.
"მეორადი ჩარიცხვები არ განხორციელდება, შესაბამისად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აპლიკანტებს ურჩევს ფაკულტეტების ჩამონათვალში მიუთითონ ყველა ის პროგრამა, რომლებზეც მათ მიერ არჩეული საგნები ბარდება და რომელთაც მეორადი ჩარიცხვებისას აირჩევდნენ",- განაცხადა მაია მიმინოშვილმა.
აბიტურიენტებს ცვლილებების განხორციელება 12 აგვისტოს 18:00 საათამდე ელექტრონულად შეეძლებათ.
12 აგვისტოს (18:00 საათზე) იწურება სააპელაციო განაცხადების მიღების ვადაც.
2015 წლის საგამოცდო პროცესი 2 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 22 ივლისს დასრულდა.
ერთიანი ეროვნულ გამოცდებზე წელს 40 000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა.
ავტორი: ნიუპრესი





16:29
18:25
15:07
12:11
12:45
















