სოფლები სასმელი წყლის გარეშე რჩება
სასმელი წყლის პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური ზაფხულში ხდება. სოფლებში, სადაც მოსახლეობა წყალს ჭებიდან და წყაროებიდან იღებს, რთულ მდგომარეობაა. წყლის პრობლემა მწვავედ დგას თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფლებში. ადგილობრივების განცხადებით, არა თუ სხვა დანიშნულებისათვის, არამედ დასალევი წყალიც არ აქვთ. მოსახლეობა დახმარებას და წყალგაყვანილობის სისტემის დროულ მოწესრიგებას ითხოვს. "რამდენი წელია, ამ მდგომარეობაში ვართ. ყოველ წელს ერთი და იგივე მეორდება.უფრო სწორად ყოველ წელს უფრო რთულდება მდგომარეობა. წყალს ჭებიდან ვიღებთ, მაგრამ ამ გვალვებზე ჭებიც დაშრა. ერთადერთ საშუალებად მეორე სოფელში მდებარე წყარო გვრჩება, მაგრამ მასზე ისეთი დატვირთვაა, არამგონია დიდხანს გაძლოს. სარწყავი სისტემის არარსებობის გამო, ხომ ყველა ნარგავი გაგვიხმა , პირუტყვსაც ვერ ვასმევთ წყალს... იმედია, ვინმე მოგვხედავს. კახეთში წყალდიდობაო და მაშინვე დახმარებებს ურიცხავენ, ჩვენ გვალვის გამო ვრჩებით მშიერი და რა მნიშვნელობა აქვს, შედეგი ხომ ერთია? მოგვხედოს ადგილობრივმა და ცენტრალურმა მთავრობამ და მოახდინოს წყალგაყვანილობის სისიტემის მოწესრიგება, რადგან ესაა დღეს სოფლებისთვის ყველაზე პრიორიტეტული"– აცხადებენ ადგილობრივები.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:29
18:25
15:07
12:11
12:45
















