|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სახელმწიფო ენაში პედაგოგთა გადამზადების პროგრამა გრძელდება  

 ქუთაისში ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის ფარგლებში 8 რეგიონული სასწავლო ცენტრის ადმინისტრატორებისა და პედაგოგებისათვის ტრენინგი დაიწყო. ტრენინგის მიზანია სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამაში ჩართული პედაგოგების სუსტი და ძლიერი მხარეების გამოვლენა, შესრულებული სამუშაოების მიხედვით მათ მიერ ურთიერთშეფასება და საბოლოო მონიტორინგი, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და ამ გზით სწავლების ხარისხის ამაღლება, ასევე ზოგადევროპული ჩარჩოს მიხედვით განსაზღვრული ენობრივი კომპეტენციების სასწავლო გეგმებთან მაქსიმალურად დაკავშირება. ტრენინგის ფარგლებში განხილულ იქნება: სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები და მონიტორინგის შედეგების შეჯამება. სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის მონაწილე პედაგოგებისა და ადმინისტრატორებისთვის ტრენინგის ჩატარება თემაზე–მეორე ენის სწავლების ინტერაქტიული მეთოდებისა და ზრდასრულთა სწავლების თავისებურებების გათვალისწინება სასწავლო პროცესში. ზურაბ ჟვანიას სახელობის სკოლის მიზანია სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულ ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ და მაღალმთიან რეგიონებში საჯარო სექტორში დასაქმებულ პირთა პროფესიული დონის ამაღლება სპეციალურად შემუშავებული საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით და მათი საჯარო ადმინისტრირების ერთიან სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა