|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ერთი დოლარის ღირებულება 2.3093 ლარი გახდა

ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3093 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში ისევ გაუფასურდა. ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დღეს დადგინდება. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე ის მიზეზები დაასახელა, რომლებმაც ბოლო კვირის განმავლობაში ლარის კურსის მერყეობა გამოიწვია. ქადაგიძის თქმით, ივლისი ფულადი გზავნილების თვალსაზრისით იყო სუსტი, თუმცა სებ-ის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ კურსზე ყველაზე მნიშვნელოვან გავლენას უარყოფითი მოლოდინები ახდენს. მისი თქმით, ბაზრის მონაწილეებს აქვთ ძალიან გაზრდილი მოლოდინი შემოდგომაზე კურსის გაუფასურებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, კომპანიების და სხვა აქტორების მიერ დღეს ხდება დოლარის მარაგების დაგროვება, რაც კურსზე დამატებით ზეწოლას იწვევს. სავალუტო ჯიხურებში დოლარის ყიდვა 2.33-2.34 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი. რაც შეეხება გასაყიდ ფასს, ვალუტის გადამცვლელი ჯიხურები დოლარს 2.30-დან 2.31 ლარის ფარგლებში იბარებენ. კომერციულ ბანკებში ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.34-დან 2.35 ლარამდე მერყეობს.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა