|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

როგორ წავახალისოთ ბავშვები, რომ მეტი ბოსტნეული მიირთვან

კორნელისა და ოჰაიოს უნივერსიტეტების სპეციალისტების კვლევაში მონაწილეობდა 370 უფროსკლასელი. როგორც გაირკვა, მოსწავლეები 4-ჯერ უფრო ხშირად იღებდნენ სალათებს სკოლის სასადილოში, თუ ის დამზადებული იყო მათ მიერ მოყვანილი ბოსტნეულისგან. მანამდე სალათებს იძენდა მოსწავლეთა მხოლოდ 2 %, ხოლო ექსპერიმენტის შემდეგ მათი რიცხვი 10%-მდე გაიზარდა. 
ცინცინათის სამედიცინო ცენტრის ბავშვთა ჰოსპიტლის სპეციალისტებმა, ასევე გამოიკვლიეს, თუ როგორ შევაჩვიოთ ბავშვები სწორ კვებას ადრეული ასაკიდან. მათ შეიმუშავეს საბავშვო ბაღების აღსაზრდელებიდან მეექვსე კლასის მოსწავლეებამდე განკუთვნილი პროგრამა: ისინი, ვინც სკოლის სასადილოში სასარგებლო პროდუქტს შეიძენდა, ღებულობდა მცირე პრიზს. მეცნიერების მეთოდი ეფექტური აღმოჩნდა. 

mkurnali.ge

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა