სად ისვენებენ ქუთაისელი მაღალჩინოსნები?
ზაფხული, როგორც კერძო კომპანიის თანამშრომლებისთვის, ასევე საჯარო მოხელეთათვის შვებულებასთან ასოცირდება. "ნიუპრესი" შეეცადა დაედგინა, სარგებლობენ თუ არა კუთვნილი შვებულებით ქუთაისის თვითმმართველობის წარმომადგენლები და რომელ კურორტს ირჩევენ ზაფხულის ცხელი დღეების გასაყვანად? როგორც გაირკვა, ქუთაისის მერისთვის შვებულების აღების მოთხოვნით, ამ დრომდე არც ვიცე–მერებს და არც სამსახურის უფროსებს არ მიუმართავთ. შვებულებით არც ქალაქის პირველი პირი სარგებლობს. როგორც მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი აღნიშნავს, საჯარო მოხელეები შვებულებით დატვირთული გრაფიკის გამო ვერ სარგებლობენ.
რაც შეეხება საკრებულოს დეპუტატებს, სამუშაო საათებში თვითმმართველობაში მისულებს კაბინეტში მხოლოდ საკრებულოს დეპუტატი ნატო ქათამაძე დაგვხვდა, რომლის განცხადებითაც, შვებულებაში გასვლას საკუთარი ამომრჩევლისათვის მიცემული დაპირებებისა და ბევრი სამუშაოს გამო არ აპირებს. თუმცა შევამჩნიეთ, რომ დეპუტატის კაბინეტში "კონდიციონერი" მუშაობდა, რის გამოც ქათამაძემ რამდენიმე კვირის წინ ქალაქის პირველ პირებს უსაყვედურა და აღნიშნა, რომ 45 გრადუსს სიცხეში უხდებოდა მუშაობა.
სარგებლობენ თუ არა სხვა დეპუტატები შვებულებით, ამის დასაზუსტებლად საკრებულოს პრესსამსახურმა საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა გვთხოვა. ამ დროისათვის შვებულებით არ სარგებლობს იმერეთის გუბერნიის არცერთი მაღალჩინოსანი.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:29
18:25
15:07
12:11
12:45
















