საგზაო ნიშნების მოსაწესრიგებლად 85 522 ლარი დაიხარჯა
ქუთაისში საგზაო ნიშნების დახაზვა მიმდინარეობს. ფოლკლორის სასახლესთან, გალაკტიონ ტაბიძისა და აღმაშენებლის გამზირის გადაკვეთაზე, წერეთლისა და მანდარიას ქუჩების კვეთაზე, ასევე აბაშიძისა და შარტავას ქუჩების გადაკვეთაზე ახალი შუქნიშნები უკვე დამონტდა.
აღნიშნული პროექტი, ასევე გულისხმობს გადასასვლელების, ღერძულა და წყვეტილი ხაზების გავლებას. ეს ვალდებულება ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია შ.პ.ს „გლობალსერვისმა' აიღო. სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჯამში 85.522 ლარი დაიხარჯა. ქუთაისში საგზაო ნიშნების დახაზვა საგზაო უსაფრთხოების ნორმებისთვის, განსაკუთრებით კი ქვეითად მოსიარულეთათვის მნიშვნელოვანია.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:29
18:25
15:07
12:11
12:45
















