|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები 3 ოქტომბერს გაიმართება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები 3 ოქტომბერს გაიმართება. ეს გადაწყვეტილება ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა დღევანდელ სხდომაზე მიიღო. როგორც ჟურნალისტებს ფეხბურთის ფედერაციის ახლანდელმა პრეზიდენტმა, ზვიად სიჭინავამ განუცხადა, მსურველებს საკუთარი კანდიდატურის წარდგენა ხვალიდანვე შეეძლებათ. მისივე თქმით, კანდიდატურების წარდგენა არჩევნებამდე 25 დღით ადრე შეწყდება. "ყველაფერი არის იურიდიულად გამართული, არჩევნები თარიღის გამოცხადებიდან მინიმუმ 40 დღეში უნდა გაიმართოს და ეს წესი დაცულია. ფედერაცია ელოდება კანდიდატურების წარდგენას", - განაცხადა სიჭინავამ, რომელიც ახალ არჩევნებში თავისი კანდიდატურის დაყენებას არ აპირებს.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა