|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში "ბავშვთა სამყაროს" გვერდით სასტუმრო შენდება

ქუთაისში "ბავშვთა სამყაროს" გვედრით სასტუმროს მშენებლობა დაიწყო. ტერიტორიაზე წლების წინ ოქროს მაღაზიები იყო განთავსებული. მოგვიანებით კი მიტოვებული ადგილი ანტისანიტარიის კერად იქცა. სამუშაოებს შპს "ბურჯი+ზ" ასრულებს, რომლის ხელმძღვანელის ზურაბ გვანცელაძის თქმით, სასტუმროს ლონდა ზივზივაძე აშენებს. რომელსაც მშენებლობის ნებართვა რვა თვის წინ მიეცა, თუმცა სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა. ადგილზე ხუთ სასრთულიანი შენობა შენდება, რომლის ორ სართულზე ოფისები და გასართობი ცენტრები, ზედა სართულებზე კი სასტუმრო "ლონდა" განთავსდება. შენობის ერთი სართული მიწის ქვეში ქნება. სამუშაოები 2016 წელს უნდა დასრულდეს. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ადგილის წინ, ამ დროისთვის ბუკინისტების ბაზრობაა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა