|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი გახდება

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ერთობლივი ინიციატივით ენგურჰესის თაღოვან კაშხალს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭება. ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი 2012 წლამდე მსოფლიოს უდიდეს კაშხლად ითვლებოდა, ამჟამად ის ყველაზე დიდი ჰესია სამხრეთ კავკასიაში. კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭებასთან ერთად, როგორც ცნობილი ხდება, ენგურჰესზე გარკვეული სამუზეუმო სივრცე – ვიზიტორთა ცენტრიც მოეწყობა.

21 აგვისტოს ენგურჰესზე ღონისძიება ენერგეტიკის სამინისტროსთან ერთობლივად ჩატარდება. მას ორივე უწყების მინისტრი, მთავრობისა და პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სამხრეთ კავკასიაში EBRD-ის დირექტორი დაესწრებიან. ღონისძიების შემდეგ, როგორც კულტურის სამინისტროში განაცხადეს, სტუმრებისთვის მიღება გაიმართება.

ენგურის ჰიდროელექტროსადგურის სიმძლავრე 1300 მგვტ-ია. ჰესის ნაგებობებში შედის 271,5 მ სიმაღლის თაღოვანი კაშხალი, რომელიც ქალაქ ჯვართან ქმნის წყალსაცავს. ნაგებობათა კომპლექსში შედის აგრეთვე მიწისქვეშა ჰესის შენობა 5 ჰიდროაგრეგატით, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარეობს.

ავტორი: ანა ჯიქია

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა