შრომითი მონიტორების კომპანიებში შესვლა სავალდებულო გახდება
პირველი იანვრიდან შრომითი მონიტორების შესვლა კომპანიებში სავალდებულო გახდება და დარღვევების შემთხვევაში კონკრეტული სანქციებიც დაწესდება. ამ დროისათვის 30-ზე მეტ კომპანიაში მონიტორებმა სხვადასხვა სახის დარღვევა უკვე აღმოაჩინეს და ხელმძღვანელებს რეკომენდაციებიც მისცეს.
მონიტორინგის ძირითადი მიზანი შრომითი პირობების თანამედროვე სტანდარტებთან მიახლოვებაა. სპეციალურად გადამზადებული 25 შრომითი მონიტორი სამედიცინო დაწესებულებებში არსებულ შრომით პირობებსაც შეამოწმებს და დარღვევის არსებობის შემთხვევაში იქ დასაქმებული პერსონალის პირობების გაუმჯობესებისთვის რეკომენდაციებს გასცემს.
ავტორი: ანა ჯიქია





16:29
18:25
15:07
12:11
12:45
















