ბაგრატის ტაძრის ფერებით იტალიელმა მხატვარმა კედელი მოხატა (ფოტო)
იტალიელმა მხატვარ -გრაფიკოსმა დავიდ ბოქსემ ქუთაისში გაბაშვილის "გორის პარკში" ერთ-ერთი კედელი მოხატა. იტალიელმა ხელოვანმა ნამუშევრის შესაქმნელად მელნისფესი, ღია მწვანე, ცისფერი, თეთრი და შავი საღებავები გამოიყენა. როგორც ის ამბობს, აბსტაქციის შესაქმენად მან ბაგრატის ტაძრის ფერები აიღო.
"სხვადასხვა ქვეყანებში დავდივარ, ვმოგზაურობ და თან ვხატავ. ეს ჩემი სტილია. ყველა ნახატი ერთმანეთისგან გამოირჩევა. ვითვალისწინებ იმ ქვეყნის კულტურას, გარემოს და ამის მიხედვით ვქმნი ნახატს. ჩემი ნახატები ძირითადად ბავშვებს და ქალბატონებს მოსწონთ. იმედი მაქვს ქუთაისელ ბავშვებსაც მოეწონებათ", - ამბობს დავიდ ბოქსე.


ავტორი: ანა ჯიქია





16:29
18:25
15:07
12:11
12:45
















