|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შუალედურ არჩევნებს ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს

2015 წლის ოქტომბერში დაგეგმილ შუალედური არჩევნებისადმი არასაპარლამენტო ოპოზიციის მიერ გამოცხადებულ ბოიკოტს საპარლამენტო ოპოზიციაც შეუერთდა.   როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"  ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო რატიანმა განაცხადა, საგარეჯოსა და მარტვილის მაჟორიტარულ ოლქებში დაგეგმილი შუალედური არჩევნები ამომრჩეველის შეცდომაში შეყვანა და საბიუჯეტო თანხების ფუჭი ხარჯვაა, რადგან ორი ახალი პარლამენტარის არჩევა არ შეცვლის ვითარებას და ვერ გამოიყვანს ქვეყანას არსებული კრიზისიდან. "ერთიან ნაციონალური მოძრაობა" მიიჩნევს, რომ შექმნილი კრიზისული ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი მთავრობის გადადგომა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებია.

 „აშკარაა, რომ ორი ახალი პარლამენტარის არჩევა არ შეცვლის ვითარებას და ვერ გამოიყვანს ქვეყანას არსებული კრიზისიდან. ენმ გაუმართლებლად მიიჩნევს საგარეჯოსა და მარტვილის მაჟორიტარულ ოლქებში დაგეგმილ შუალედურ არჩევნებში თავისი კანდიდატების მონაწილეობას. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენ ხელთ არსებულ ყველა საკონსტიტუციო მექანიზმს, რათა უხლოეს მომავალში მივაღწიოთ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და დავასრულოთ ბიძინა ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" მმართველობა, რომლის ყოველი დღე ასე ძვირი უჯდება საქართველოს მოსახლეობას", - განაცხადა რატიანმა. 

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა