|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გია გოქაძე: "ბოტანიკური ბაღი ბოტანიკურ ბუნაგად იქცა"

არასამთავრობო ორგანიზაციამ “ევროპა ჩვენია სახლია“ ქუთაისის მერიიდან გამოითხოვა ინფორმაცია ააიპი ბოტანიკური ბაღის  ოდაში მერიისა და სამხარეო ადმინისტრაციის პირველ პირთა ღამის სააათებში ვიზიტის მიზნობრიობისა და გაწეული ხარჯის შესახებ.

მერიიდან მიღებული  პასუხის თანახმად, ამ ვიზიტის დროს არანაირი ხარჯი არ გაწეულა, არასამუშაო საათების გამოყენების უფლება კი მერს, ისევე როგორც სხვა საჯარო მოხელეებს აქვს. 

 როგორც "ევროპა ჩვენი სახლია"-ს დამფუძნებელი გია გოქაძე აცხადებს, „ქუთაისის მერი ეტყობა მორალს და აზროვნებას ერთდროულად ასცდა. ბოტანიკური ბაღი ფინანსდება ქალაქის ბიუჯეტიდან.  ეს თანხა   წელიწადში  315  ათას ლარს შეადგენს.   32 ათასი ლარი, რომელიც ოდის მშენებლობისათვის დაიხარჯა,  მხოლოდ იმისთვის გაიღო ქალაქმა, რომ მერი და გუბერნატორი გაერთოს და დრო ატარონ?!. დემოკრატიულ საზოგადოებაში მერის იმპიჩმენტის საკითხი დაწყებული უკვე იქნებოდა, გუბერნატორი კი გათავისუფლდებოდა დაკავებული თანამდებობიდან. სამწუხაროდ, "ბოტანიკური ბაღი" გადაიქცა მათ ბოტანიკურ ბუნაგად და მომკითხავიც არავინ ჩანს, ჯერ“,- აცხადებს გია გოქაძე.

მისი  თქმით, ქალაქის  საკრებულოს, წესით, უნდა დაეწყო ამ საკითხის შესწავლა, მაგრამ საკრებულო ცოცხალი ადამიანების სასაფლაოს დაემსგავსა, საიდანაც ხმა არ ისმის.

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახური ბოტანიკურ ბაღში ქეიფის ფაქტს უარყოფს. პრესსამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, "საზოგადოებრივი მაუწყებელი" იღებს ფილმს საქართველოს შესახებ და ოფიციალური პირები  ბაღში არასამუშაო საათებში ტელევიზიის ხელმძღვანელებთან ერთად იმყოფებოდნენ.

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა