ზღვის დაბინძურების ფაქტზე გემი დააკავეს
ფოთის პორტის მე-5 ნავმისადგომთან, ზღვის დაბინძურების ფაქტზე ჰონკონგის დროშით მცურავი, მშრალტვირთმზიდი გემი „PACIFIC VICTOR“ დააკავეს.
გემის კაპიტნის მიმართ, რომელიც რუსეთის
ფედერაციის მოქალაქეა, საქმისწარმოება ზღვის დაბინძურების ფაქტზე დაიწყო
(საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 58-ე პრიმა-2 მუხლის
მე-7 ნაწილით). გემის კაპიტანს ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა - 65 000
ლარი და გარემოზე მიყენებული ზიანის ანაზღაურება 1870 ლარის ოდენობით.
ჯარიმის გადახდის შემდეგ გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება მიეცა.
ავტორი: ირინა მაკარიძე
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.11%
გაუარესდა - 53.44%
არ შეცვლილა - 11.45%
სულ - 131 ხმა

16:48
17:26
21:51
11:34
15:17
















