|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მოსალოდნელია თუ არა სახელმძღვანელოების დეფიციტი?

სკოლებში სწავლა 14 სექტემბერს იწყება. წელს სკოლებში  496 978 მოსწავლე მივა, განათლების სამინიტრომ მათათვის მხოლოდ 41 844 ახალი სახელმძღვანელო დაბეჭდა, რაც იმას ნიშნავს, რომ  ყველა შესაძლო მარაგის გამოყენებითაც კი, მოსწავლეთა 90%-ს ყველა საგანში ძველი, მეორადი და ზოგ შემთხვევაში, დაზიანებული სახელმძღვანელოებით სწავლა მოუწევთ.   გამომცემლობები ე.წ.  შავი ბაზრის გააქტიურებაზე საუბრობენ.
31 ივლისს, რამდენიმე გამომცემლობამ ელექტრონული ფოსტით განათლების სამინისტროსგან წერილი მიიღო. სამინისტრო იტყობინებოდა, რომ იწყებს ბაზრის კვლევას ყდების ბეჭდვასთან დაკავშირებით. ამ წერილიდან ირკვეოდა, რომ სოფელ დიდი ლილოს საწყობში მოგროვებული იყო 30 ათასზე მეტი სახელმძღვანელო, რომელთა შიგთავსის მდგომარეობა დამაკმაყოფილებლად მიიჩნიეს, ხოლო ყდები დაზიანებული ჰქონდათ. გამომცემლობებს უნდა შეედგინათ ხარჯთაღრიცხვა, რა ფასად დაბეჭდავდნენ ყდებს და მათ წიგნებს გამოუცვლიდნენ.

"22 წელია გამომცემლები ვართ და ასეთი რამ მსოფლიო მასშტაბით არ გამიგია. 400 ათასი მოქმედი სახელმძღვანელო გვაქვს ნაშთის სახით. ძველი წიგნებისთვის ყდების გამოცვლას არ ჯობია, მოგვწეროს განათლების მინისტრმა და ვაჩუქებთ საჭირო რაოდენობის წიგნებს. დავითვალეთ და ყდების გამოცვლას 3-4 ათასი წიგნისთვის აპირებენ, რომელთა მიწოდებაც ჩვენ შეგვიძლია. ყდაგაფუჭებული წიგნები მაკულატურაში ჩააბარონ და ბავშვებს ნუ დაურიგებენ. არ არის რთული განსაჭვრეტი, რა მოხდება სექტემბერში. ჩვენ კი გვაქვს ნაშთები, მაგალითად, პირველი კლასის მათემატიკა 15 ათასი წიგნი გვაქვს, მაგრამ მეშვიდე კლასის კონკრეტული საგნის წიგნი მხოლოდ 3 ათასი ცალი გვაქვს. ვიცი, რომ დეფიციტი შეიქმნება, მაგრამ რადგან ბოლო წლებში გამომცემლობები ძალიან დავზარალდით, რისკზე ვერ წავალ და კიდევ რამდენიმე ათას ახალ სახელმძღვანელოს წინასწარ ვერ დავბეჭდავ. არადა, იმ დღეებში, როცა დეფიციტი გამოჩნდება, ვერ მოვასწრებთ წიგნების ბეჭდვასა და ბაზარზე გამოტანას. ამიტომ სახელმძღვანელოების დეფიციტი გარდაუვალია",- ამბობს  გამომცემლობა "ინტელექტის" ხელმძღვანელი კახმეგ კუდავა.  


წყარო: გაზეთი "კვირის პალიტრა"

 

ავტორი: ანა ჯიქია

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა