ქართველი და უკრაინელი ბავშვები ურეკში ისვენებენ
ქართველი და უკრაინელი ბავშვების ბანაკი ქუთაისის მერიის ორგანიზებით
ქუთაისის მერიის ორგანიზებით შავი ზღვის საკურორტო ზონაში, დაბა ურეკში ახალგაზრდული ბანაკი მოეწყო. ქუთაისში მცხოვრები ასამდე ახალგაზრდას საშუალება მიეცა ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსებით ერთი კვირის მანძილზე დაისვენონ. ქუთაისელ მოზარდებთან ერთად ბანაკში სტუმრად იმყოფებიან უკრაინელი ახალგაზრდები.
უკრაინელი ახლაგაზრდები საქართველოში იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის მოწვევით ჩამოვიდნენ, ხოლო მათი ტრანსპორტირებისა და დასვენების ხარჯები ქუთაისის მერიამ გაიღო.
დღესვე ბანაკში უკრაინელი თანატოლების საპატივცემულოდ ქუთაისელმა ბავშვებმა სიმბოლურად უკრაინის დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს.
ავტორი: ანა ჯიქია





16:29
18:25
15:07
12:11
















