|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"უკრაინა დღეს გმირობის მაგალითს უჩვენებს"

 ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია" უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოვავს. ორგანიზაციის განცხადების თანახმად, უკრაინა დღეს გმირობის   მაგალითს უჩვენებს: "ჩვენს რეგიონში დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა ყოველდღიურ ხასიათს ატარებს და უკრაინაც გმირობის უპრეცედენტო მაგალითს იძლევა. რუსეთის ფედერაციის მცდელობას, ბოროტების იმპერიის საზღვრები აღადგინოს, უკრაინელი ხალხის მტკიცე ნება უპირისპირდება. ნება–უკრაინის დამოუკიდებლობაა! თავისუფლების მოყვარე ხალხის წადილს სისხლიანი იმპერიის მცდელობები ვერ შეაფერხებს. უკრაინა არის და მომავალშიც იქნება ევროპის სამაგალითო ქვეყანა. მტრული ძალების მუხლჩაუხრელი "გარჯის" მიუხედავად, საქართველო და უკრაინა აუცილებლად გახდებიან ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები! გმირ უკრაინელ ხალხს, ვულოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!"-ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
 უკრაინა 24 აგვისტოს დამოუკიდებლობის  დღეს აღნიშნავს.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა