"სი-თი პარკის" თანამშრომლები გაათავისუფლეს
"სი-თი პარკის" თანამშრომლები გაათავისუფლეს. ისინის გუშინ დააკავეს. დაკავებულების ადვოკატის, მამუკა მდინარაძის განაცხადებით, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და არც ერთ მათგანს ბრალი არ წარედგინა, თუმცა გამოძიება კვლავ გაგრძელდება.
ადვოკატის თქმით, მანქანის უკანა მინები დაბურული იყო. მას შემდეგ, რაც კომპანიის თანამშრომელბი მიხვდნენ, რომ ავტომობილში ბავშვი იყო, საპატრულო პოლიციას თავად დაუკავშირდნენ.
„ეს ქმედება, რა თქმა უნდა, არ არის კარგი და შეცდომაა - რომ ბავშვიანი ავტომანქანა „სი-თი პარკის“ სამმა თამანამშორმელმა გადაიყვანა საჯარიმო ავტოსადგომზე, მაგრამ ყოველგვარ სამართლებრივ ლოგიკას მოკლებულია, რომ ეს მათ განზრახ ჩაიდინეს.
ავტორი: ანა ჯიქია





16:29
18:25
15:07
12:11
















