|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"იმერეთი და სამეგრელო ეკონომიკური კატასტროფის ზონაა"

იმერეთის და სამეგერელოს  მოსახლეობა ზამთარში უდიდესი პრობლემის წინაშე აღმოჩნდება, ამის შესახებ  "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა  აკაკი ბობოხიძემ  განაცხადა.
 "ჩვენ ყველამ ვნახეთ, რა პრობლემები შექმნა სტიქიამ კახეთში, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მასშტაბები დიდია, ესაა ერთეული სოფლები. განსხვავებით დასავლეთ საქართველოსგან - იმერეთი და სამეგრელო ეკონომიკური კატასტროფის ზონაა. გვალვებიდან გამომდინარე, აქ ვერც ერთი გლეხი, 80% მაინც, ერთ მარცვალსაც ვერ შეიტანს ოჯახში. ამიტომ, მინდა ხელისუფლებას მივმართო და მოვუწოდო, რომ დროულად დაიწყოს სიტუაციის შესწავლა. მოსახლეობამ კი, რომელიც მთავრობისგან კომპენსაციის მიღებას შეჩვეული არაა, დროულად გააგებინოს აღნიშნულის შესახებ ხელისუფლებას და ადგილობრივ თვითმმართველობას", - განაცხადა ბობოხიძემ.
ბობოხიძემ აქვე ისიც აღნიშნა, რომ გვალვაზე დაზღვევა არ არსებობს. მან ყურადღება გაამახვილა თხილის მოსავალზეც, რომელზეც ქარმა უარყოფითად იმოქმედა
"რაც შეეხება თხილის მოსავალს, ის ქარისგან დაზიანდა და დაზღვევა აქაც გამოუსადეგარია, რადგან დაზღვევა მხოლოდ ქარბობალასა და ქარიშხალზე ხდება. შედარებით სუსტ ქარზე კი არ ეზღვევა. ხელისუფლება შექმნილი მდგომარეობით დროულად უნდა დაინტერესდეს, რადგან წელს იმერეთისა და სამეგრელოს მოსახლეობას შიმშილი ელოდება", - განაცხადა  აკაკი ბობოხიძემ, რომელიც  წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი გახლავთ.

ავტორი: ანა ჯიქია

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა