|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"სახეზე გვაქვს აბსოლუტურად გამოკვეთილი სპეკულაცია და აჟიოტაჟი"

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის სხდომიდან ბიზნესმენებს და მოსახლეობას მოუწოდა, რომ  ლარის კურისთან დაკავშირებით  ნუ აჰყვებიან მედიის და ექსპერტების მიერ შექმნილ ქაოსს და დაეყრდნონ მთავრობისა და ეროვნული ბანკის ოფიციალურ ინფორმაციას.  "მე მქონდა საუბარი კოლეგებთან. ასევე ვიცი, რომ თქვენც გქონდათ კომუნიკაცია ბანკების წარმომადგენლებთან და ეროვნულ ბანკთან. შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სახეზე გვაქვს აბსოლუტურად გამოკვეთილი სპეკულაცია და აჟიოტაჟი. ეს არის ემოციურ-ფსიქოლოგიური ფაქტორი. მინდა მოსახლეობას მივმართო, რომ არ აყვნენ ემოციურ აჟიოტაჟს და როგორც ბატონმა გიორგი კვირიკაშვილმა თქვა, დიდი შანსია იმისა, რომ თუ ისინი აჟიოტაჟს წამოეგებიან, ძალიან მალე დაკარგავენ უფრო მეტს, ვიდრე მოიგებენ. მთავარია სიმშვიდე შევინარჩუნოთ. ჩვენს ეკონომიკაში, მაკროეკონომიკაში არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, პირიქით, ეს ეტაპი გადავლახეთ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის  თქმით, ქვეყნიდ 330 მილიონ დოლარზე ნაკლებია გასული,  აღმოფხვრილია სბალანსი ექსპორტ-იმპორტს შორის და არავითარი ფუნდამენტური პრობლემები ამ ეტაპზე არ გვაქვს.

ავტორი: ანა ჯიქია

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა