ქუთაისში სასაფლაოებთან მისასვლელი გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ქუთაისში არსებულ სასაფლაოებთან მისასვლელი გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. უკვე მოეწყო საფიჩხიის სასაფლაოს მისასვლელი და შიდა გზა. ამჟამად ავტოქარხნის დასახლებასთან მიმდინარეობს სამუშაოები. ბეტონის საფარის მოწყობის პროცესს ქუთაისის მერი დაესწრო. სამუშაოებს შპს. „GEO Construction” ახორციელებს. კომპანია აღნიშნულ სამუშაოს 113 373 ლარით ასრულებს, თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო. აღნიშნულ ტერიტორიაზე ასევე ხდება ღვარსადენების აღდგენა-მოწესრიგება, სამუშაოები ერთ კვირაში დასრულდება.
„ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგს აქტიურად ვახორციელებთ. წელს უპრეცედენტოდ დიდი და მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს ქუთაისში. სასაფლაოებთან მისასვლელები ამ დრომდე სავალალო მდგომარეობაში იყო, ამიტომაც ჩვენ მიზნად დავისახეთ მისასვლელი გზები მოვაწესრიგოთ“,- აღნიშნა შოთა მურღულიამ.
ავტორი: ანა ჯიქია





16:29
18:25
15:07
12:11
















