|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მარტოხელა დედა ქუთაისის მერიას უყურადღებობაში ადანაშაულებს

8 წლის მარიამ გაგუას დახმარება ესაჭიროება.  მარტოხელა დედა, მზექალა აბესაძე "ნიუპრესთან" საუბარში აცხადებს, რომ ადგილობრივ თვითმმართველობაში დახმარებაზე უარი უთხრეს. პატარა მარიამი წელს ურეკშიც ყავდათ დასასვენებლად წაყვანილი, მერია წამლებისთვის 100 ლარიან ვაუჩერსაც აძლევს, მაგრამ ეს საკმარისი არაა. როგორც მზექალა აბესაძე ირწმუნება, აუცილებელია გოგონას  სამკურნალოდ ლაშიჭალაში წაყვანა, რისი შესაძლებლობა მას თავად არ აქვს და დახმარებას ისევ მერიას თხოვს. "4 წლის განმავლობაში  ჩემი შვილის მკურნალობა მერიის ხარჯზე იყო. რაც ბატონი შოთა მურღულია  მოვიდა, გვეუბნება, ვერ დაგეხმარებითო.  ჩემს შვილს ასთმის მძიმე ფორმა აქვს, დექსამეტანზონზე, პრევმიზლზეა დამოკიდებული. სახლის პირობებში არის ჟანგბადზე, აქვს ძვლის სისუსტე, ღვიძლზე აქვს ოთხი ჯვარი, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ არ მივაქციეთ ყურადღება, შესაძლოა, ღვიძლი დაიშალოს. საჭიროებს გადაყვანას ლაშიჭალაში, რასაც  1500 ლარი სჭირდება, რაც მე არ მაქვს. ხუთშაბათამდე რომ არ გადავიყვანო, მერე აზრი არ აქვს", - ამბობს გოგონას დედა.

ოჯახს სოცილურად დაუცველის სტატუსი აქვს 16 ათასი ქულით. როგორც მზექალა აბესაძე ამბობს, მან განცხადებით ჯანდაცვის მინისტრს და პარლამენტსაც მიმართა, მაგრამ დაფინანსებაზე უარი უთხრეს. დედას ჯანმრთელობის პრობლემები თავადაც აქვს- ყელში მეორე სტადიის სიმსივნე, თუმცა ის დახმარებას მხოლოდ თავისი 8 წლის შვილისთვის ითხოვს.

როგორც "ნიუპრესს" ქუთაისის მერიის პრესსამსახურიდან განუცხადეს, მზექალა აბესაძეს მიღებული აქვს  560 ლარის დახმარება, ბავშვი დაბა ურეკში ისვენებდა დედასთან ერთად. აქვთ სხვა დახმარებებიც, რაც შეეხება ლაშიჭალაში დასვენებას, ამის საჭიროებასთან დაკავშირებით მათ ექიმის ცნობა არ წარმოუდგენიათ.

ამის საწინააღმდეგოს ამტკიცებს მზექალა აბესაძე, რომელიც ირწმუნება, რომ მერიაში მან ყველა დოკუმენტი წარადგინა, მათ შორის ექიმის ის დასკვნა, სადაც გარკვევით იკითხება, რომ გოგონას ესაჭიროება მკურნალობა ლაშიჭალაში.


ავტორი: ანა ჯიქია

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა