|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბათუმში სამაშველო სამსახურები მუშაობენ

ბათუმში გადაუღებელი წვიმის შედეგად  დატბორილია ქუჩები. წყალი ჩავიდა სარდაფებში,  დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. ადგილზე მუშაობენ  სამაშველო  სამსახურები. როგორც  "ნიუპრესს" შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის  სამსახურიდან  განუცხადეს, ადგილზე მიმდინარეობს ამოტუმბვითი სამუშაოები. სამაშველო სამუშაოებში ქუთაისიდან 2 ჯგუფი ჩაერთო. 3 ერთეული ტექნიკა დაეხმარება სამეგრელოდან, თბილისიდან კი ოთხი.
 ბათუმის გარდა წყალდიდობაა ფოთსა და ქობულეთშიც. დატბოტილია ქობულეთის ცენტრალური, აღმაშენებლის ქუჩა და მიმდებარე პატარა ქუჩები. ადამიანთა ჯანმრთელობის დაზიანების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.


ფოტო "ნეტგაზეთის"

ავტორი: ანა ჯიქია

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა