|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ძაღლებს წყალში ყრიდნენ და დენს უერთებდნენ"

 "ევრაზიის ცხოველთა უფლებების " ყრილობის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა, სადაც ცხოველთა რაოდენობის მართვის ჰუმანურ გზებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე მყოფი ქართველი და უცხოელი წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ არ უნდა მოხდეს ცხოველების მასობრივი ევთანაზია.

"საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის" წარმომადგენლებმა ის კონკრეტული მაგალითები გაიხსენეს, სადაც ცხოველების მიმართ არაჰუმანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, მოყვანილ მაგალითებს შორის ქუთაისის შემთხვევებიც აღმოჩნდა.

"სამი წლის წინ ცხოველების განადგურება დენის გამოყენებით ხდებოდა. თბილისში, როგორც ჩანს, ვერ მოიფიქრეს  ასეთი რამ და ცხოველებს ცალ-ცალკე ხოცავდნენ. სამაგიეროდ, ქუთაისში ჰქონდათ  მოფიქრებული- ძაღლებს წყალში ყრიდნენ და დენს უერთებდნენ, რაც მისაღები არაა. ასევე ოზურგეთში  - ძაღლებს კასტრიტებას უკეთებდნენ მსხვილფეხა პირუტყვისთვის განკუთვნილი კასტრიტების იარაღით. ამ დროისათვის ვითარება ასე რთულად აღარაა, მაგრამ უფლებები მთლად დაცული არაა. ქუთაისში სექტემბრიდან ძაღლების მოვლას მერიის მიერ ტენდერში გამარჯვებული კომპანია უზრუველყოფს, თუ არ ითანამშრომლებენ ჩვენთან, მოგვიწევს შესაბამისი ზომების მიღება", - განაცხადა"საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის" თავმჯდომარემ თემურ ლაჭყეპიანმა.

ქუთაისში ცხოველთა მუნიციპალური საწარმო ფუქციონირებას პირველი სექტემბრიდან დაიწყებს.

 

ავტორი: ანა ჯიქია

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა