|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გოგი წულაია ქუთაისის მერიას პალმების დარგვის გადაწყვეტილებას უწუნებს

პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია "ამერიკული პალმების" შეძენას აპროტესტებს. როგორც ის ამბობს, მერიამ 37 ათასი ლარის ღირებულების ტენდერი რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა.

"ადგილობრივი ხელისუფლება აპირებს შეიძინოს 37 ათას ლარამდე ღირებულების "ამერიკული პალმა". თუმცა სად უნდა დაირგოს ეს პალმა, მითითებული არაა. ქალაქი რომ აყვავდება, მერე რომ დავრგოთ ეს პალმები, არ შეიძლება? უცხოეთში ფულის გასვლა ხელს უწყობს ინფლაციას. მიშას გავლენიდან ვერ გამოვიდა ეს ხელისუფლება. ის ჭრიდა ხეებს და რგავდა პალმებს. ადგილობრივ ხელისუფლებას არ აქვს გაცნობიერებული, რა პირობებში ცხოვრობენ ადამიანები.  ამ ეტაპზე პალმების დარგვა აუცილებლობას არ წარმოდგენს, სხვა უფრო მნიშვნელოვანი პრობლემებია გადასაჭრელი", - განცხადა გოგი წულაიამ.

ავტორი: ანა ჯიქია

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა