ამერიკული ჯიშის პალმები აღმაშენებლის გამზირზე დაირგვება
გოგი წულაიას განცხადებას, ქალაქში ამერიკული ჯიშის პალმების არამიზნობრივ შესყიდვასათან დაკავშირებით ადგილობრივი თვითმმართველობიდან უპასუხეს. ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, დასუფთავების სამსახურის უფროსის მალხაზ ბასილაძის თქმით, ტენდერის ღირებულება შეადგენს არა 37 ათას ლარს, არამედ 33 ათას 750 ლარს: "ამ თანხით მოხდა 15 ძირი პალმის შესყიდვა, ეს არის ვაშინგტონის ჯიშს პალმა, რომელიც უნდა განთავსდეს აღმაშენებლის გამზირზე, დაზაინებული პალმების ნაცვლად. ასევე ცენტრალური ბაღის მიმდებარე გზისპირა გაზონში დაირგვება ერმონიუსის ჯიშის ბუჩქობანი მცენარე. ამას ვაკეთებთ იმისათვის, რომ ის, რაც დაზიანებულია აღდგეს და გამწვანდეს ქალაქი", - განაცხადა მალხაზ ბასილაძემ.
ავტორი: ანა ჯიქია
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 0%
არა - 100%
არ ვიცი - 0%
სულ - 1 ხმა