|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ღვაწლმოსილი და წარმატებული პედაგოგებისთვის სამკერდე ნიშნები დამზადდება

ღვაწლმოსილი და წარმატებული პედაგოგებისთვის სამკერდე ნიშნები დამზადდება.  ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის განათლების განყოფილება სამკერდე ნიშნების ესკიზების შესარჩევად კონკურსს  აცხადებს. კონკურსში გამარჯვებული ესკიზის ავტორს გადაეცემა ფულადი ჯილდო 300 ლარის ოდენობით. 

სამკერდე ნიშნის - "განათლების სფეროს განვითრებისათვის", შესარჩევად შეიქმნა დროებითი შვიდკაციანი კომისია, რომელსაც მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი მაია მურუსიძე უხელმძღვანელებს. კონკურსი ცხადდება ერთ ტურად და ჩატარებულად ჩაითვლება არანაკლებ სამი კონკურსანტის მონაწილეობის შემთხვევაში.  საკონკურსო ნამუშევრები მიიღება: 2015 წლის 27 აგვისტოდან 2015 წლის 3 სექტემბრის ჩათვლით. შედეგები გამოცხადდება: 2015 წლის 4 სექტემბერს. 

ავტორი: ანა ჯიქია

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა