|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ტყიბულში თანამედროვე სტანდარტების სპორტის სასახლე შენდება

ტყიბულში სპორტის სასახლის მშენებლობისთვის რეგიონული განვითარების ფონდიდან მილიონ ნახევარი ლარია გამოყოფილი, რომლის ფარგლებშიც მოეწყობა დარბაზები, გასახდელები, შეიცვლება კომუნიკაციის სისტემაც და მოხდება შესაბამისი ინვენტარის შეძენა.
 თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა ექსპლუატაციაში 2016 წელს შევა. რაც შეეხება საცურაო აუზს, რეაბილიტაციის მესამე ეტაპი უკვე დაიწყო და სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. დასრულებულია ძირითადი და მცირე ზომის აუზებისა და ტრიბუნების მშენებლობა. ამჟამად ფასადის კეთილმოწყობა და მიმდებარე ტერიტორიის მოზაიკით მოპირკეთება მიმდინარეობს. სამუშაოებზე 50 ადგილობრივია დასაქმებული. თანამედროვე სტანდარტების სპორტული კომპლექსის მშენებლობისთვის 200 000 ლარამდეა გამოყოფილი და იგი უახლოეს დღეებში გაიხსნება.
 მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მონიტორინგის ფარგლებში დაათვალიერა.
ტყიბულში ამ ეტაპზე ათამდე პროექტი ერთდროულად ხორციელდება.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა