2017-18 წლებისთვის საგამოცდო სისტემა შეიცვლება
2017-18 წლებისთვის საგამოცდო სისტემა შეიცვლება,
ამის შესახებ განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ გადაცემა
"პოლიტარტში" ისაუბრა. თამარ სანიკიძის თქმით, ერთიან ეროვნულ საგამოცდო
სისტემაზე გადასვლა მაშინ არსებულმა საჭიროებებმა გამოიწვია. მოხდა კორუფციის
დაძლევა, მაგრამ საგამოცდო სისტემა დახვეწას საჭიროებს:"სახელმწიფოს ცენტრალიზებული საგამოცდო მოდელი შენარჩუნდება, თუმცა, სასკოლო დონეზევე ჩატარდება ეს გამოცდები. რაც ნიშნავს იმას, რომ მატერიალური-ტექნიკური ბაზა სკოლებშივე უნდა არსებობდეს და ხარისხიც მაღალი იყოს. ამასთან, დეტალები ჯერ არ ვიცით და კონცეფციაზე სამინისტრო მუშაობას იწყებს. საგამოცდო სისტემას შევცვლით. შემდეგი აკადემიური წლისთვის არსებული საგამოცდო სისტემა არ იქნება შეცვლილი. სავარაუდოდ, ეს 2017-2018 წლებში განხორციელდება. საგამოცდო სისტემაზეა მიბმული დაფინანსების სისტემაც და ამის შეცვლასაც ვაპირებთ. ანალიზი ჩატარებულია, ხარისხის ეროვნული ცენტრი კონკრეტულ მოდელზე მუშაობს", - განაცხადა
თამარ სანიკიძემ.
მისივე
თქმით, საბოლოო ჯამში,
სასწავლებლებში სტუდენტის მიერ გადასახდელი თანხა შეიძლება არ გაიზარდოს, თუმცა, გაიზარდოს უნივერსიტეტის დაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან. დაფინანსების მოდელზე კონცეფცია მზად უახლოეს პერიოდშივე იქნება.
ავტორი: ანა ჯიქია





16:29
18:25
15:07
12:11
















