წარმატებულ აბიტურიენტებს შორის ქუთაისელი მარიკა გურგენიძეა
იმ აბიტურიენტებს შორის, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულები დააგროვეს, ქუთაისელი მარიკა გურგენიძეა. მან მაქსიმუმის მიღწევა ორ გამოცდაში მოახერხა. უცხო ენაში 100-დან 100 ქულა, მატემატიკაში 59 -დან 59 ქულა მიიღო.
„კარგ ქულებს ველოდი, მაგრამ მაქსიმალურს- არა ორ მაქსიმალური ქულა იშვიათია“,- განუცხადა მარიკა გურგენიძემ ტვ "იმედს".
ყველა კითხვაზე სწორი პასუხი გასცა გვანცა მაისურაძემ, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში მან 80 კითხვიდან ყველას უპასუხა. ის იურისტის პროფესიას დაეუფლება. 4 სხვადასხვა გამოცხაში ყველაზე ნაკლები შეცდომა დათო სოსელიას ქონდა. სოსელია ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აბიტურიენტია, მან კომპიუტერის ინჟინერიის ფაკულტეტზე სწავლა აირჩია.
სხვა წარმატებული აბიტურიენტების შესახებ, ინფორმაციის კონფიდენციალურობიდან გამომდინარე, ცნობები ჯერ-ჯერობით არ გავრცელებულა.
წელს 40 ათასი აბიტურიენტიდან სტუდენტი 28 ათასი გახდა.
წყარო: ტვ "იმედი"
ავტორი: ნიუპრესი





16:29
18:25
15:07
12:11
















