"ნუ მომკლავ"- აქციას ქუთაისი შეუერთდა
შვილმკვდარი მამის ზაზა სალარიძისადმი სოლიდარობის აქციას - "ნუ მომკლავ" ქუთაისი შეუერთდა. გამოძიების ობიექტურად წარმართვის მოთხოვნით მოქალაქეები მესხიშვილის თეატრის წინ შეიკრიბნენ.
ამავე მოთხოვნით აქცია თბილისში, პარლამენტის წინ გაიმართა. მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის მიერ ორგანიზებულ აქციას სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, საზოგადოების ცნობილი სახეები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეუერთდნენ.
აქციის მონაწილეები პროკურატურისგან პასუხებს ითხოვენ კითხვებზე: რატომ განადგურდა დანაშაულის ადგილი - ფარდული, რატომ არ მიეცენ პასუხისგებაში მკვლელობების ორგანიზატორი და ის პირები, ვინც გაიპარა შემთხვევის ადგილიდან; რატომ არ მიეცა პასუხისგებაში მირზა სუბელიანი, რომელმაც დანაშაული დაფარა; თავიდანვე რატომ არ დაუსვეს ექსპერტიზას შეკითხვა, რამდენი დანი არის მოკლული სარალიძე და სხვ.
აღსანიშნავია, რომ ზაზა სალარიძე წარმოშობით ქუთაისიდან არის.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















