"ნუ მომკლავ"- შვილმკვდარი მამის სოლიდარობის აქცია ქუთაისშიც გაიმართება
"ნუ მომკლავ"- ზაზა სალარიძის სოლიდარობის აქცია თბილისის პარალელურად ქუთაისშიც გაიმართება. მოქალაქეთა ჯგუფი შეკრებას 19 საათიდან ცენტრალურ ბულვართან გეგმავს.
"ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ყველანი გაგვანადგურა. გვინდა, სოლიდარობა გამოვუცხადოთ სასოწარკვეთილ მდგომარეობაში მყოფ მამას.
დღეს, ქუთაისში 19:00 საათზე ცენტრალურ მოედანზე თეთრ ბოძებთან ვაპირებთ შეკრებას. ყველას, ვისაც გული შეგვტკივა და განვიცდით განვითარებულ მოვლენებს გვსურს სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოვუცხადოთ დაზარალებულ მხარეს, ასევე დავანახოთ თანამოქალაქეებს რამდენად მნიშვნელოვანია ასეთ დროს ერთად ყოფნა", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა კონსტანტინე სვანიძემ.
შეგახსენებთ, თბილისში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა, რომელმაც დაადასტურა, რომ ერთ-ერთი დაღუპულის დავით სალარიძის მკვლელი დაკავებული არ არის.
დაღუპულის მამა მკვლელის დაკავებას და დასჯას ითხოვს. მის მხარდასაჭერად თბილისში მოქალაქეების მასშტაბური საპროტესტო აქცია იმართება.
ავტორი: ირინა მაკარიძე





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















