ომარ ნიშნიანიძის "არგო" უკვე ვანშია
"არგო" უკვე ვანშია - "არგონავტების" პერფორმანსი მდინარე რიონზე დღის 3 საათზეა დაგეგმილი.
არგოს "კაპიტანის", ომარ ნიშნიანიძის თქმით, "არგო" მოიყვანეს და ჭვიშთან წყალში მშვიდობიანად ჩაუშვეს.
"უკვე ჩავუშვით "არგო" ჭყვიშში მშვიდობიანად, დაფნარამდე მოვიყვანეთ, 55-60 კილომეტრი გამოვცურეთ, შემდეგ ვეღარ შევძელით, ამიტომაც ავიყვანეთ და ჭყვიშში წყალში ჩავუშვით, აფრა აღვმართეთ უკვე, "არგონავტებიც" აქ არიან, მალე გვექნება პერფორმანსი, თავის აიეტით, მედეათი, იაზონით, ჰერკულესით, ორფეოსით და ა.შ", -განაცხადა ნიშნიანიძემ.
დღეს დღეს ადგილობრივები და სტუმრების ვანში მუნიციპალიტეტის დღესასწაულს - "ვანელობას" აღნიშნავენ. ღონისძიებები დილიდან იმართება, რომელიც საღამოს დასრულდება გალაკონცერტით და ფოიერვერკით.
შეგახსენებთ, "არგო" ზღვაში ფოთში 31 მაისს შეცურდა, საიდანაც რიონის მიმართულებიც აიღო გეზი. ხომალდის "ეკიპაჟს" ისტორიის პროფესორ ომარ ნიშნიანიძის სტუდენტები შეადგენენ. მისი თქმით, არგომ სრული მარშრუტის შესრულება მდინარის გაუწმენდავი კალაპოტის გამო ვერ შეძლო. ხომალდი ნიშნიანიძემ საკუთარი სახსრებითა და ვანელი ბიზნესმენების ფინანსური მხარდაჭერით ააგო, სამუშაოები ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. როგორც ცნობილია, პროფესორის მიზანი ისტორიის გაცოცხლება და ტურისტული მარშრუტის შექმნაა.

ავტორი: ირინა მაკარიძე




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















