|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ონლაინ კრედიტი კიდევ უფრო გაუმჯობესებული პირობით

   დღეისათვის, კრედიტის აღებას ბევრი კომპანია გვთავაზობს. თითოეულ მათგანს  მიმზიდველი პირობა აქვს: სესხი 5 წუთში, დოკუმენტების გარეშე, სახლიდან გაუსვლელად. სწორი ფინანსური არჩევანის გაკეთება საკმაოდ რთულია, რადგან საჭიროა პროდუქტის პირობების გაცნობა, საპროცენტო განაკვეთის გამოთვლა. როგორ უნდა გააკეთოთ სწორი არჩევანი სესხის აღებისას?

 

 "კრედი" საშუალებას გაძლევთ ერთ სივრცეში შეარჩიოთ თქვენთვის მისაღები პირობის კრედიტი და ისარგებლოთ სასურველი მომსახურებით, იქნება ეს სწრაფი თუ გრძელვადიანი სესხი. პორტალზე ერთი განაცხადის შევსებით 20-მდე სანდო და კომპეტენტურ კომპანიას უკავშირდებით, ეცნობით მათ შეთავაზებას და თავად არჩევთ მისაღები პირობის მომსახურებას, რითაც ზოგავთ დროსა და ფინანსებს.

 

ონლაინ კრედიტი სახლიდან გასვლის გარეშე შეგიძლიათ აიღოთ, ამისათვის საჭიროა სესხის გამცემი კრედიტორის ვებგვერდზე შეავსოთ განაცხადის ფორმა და  გააგზავნოთ კომპანიაში. აპლიკაციაში უთითებთ პირად ინფორმაციას, სახელს, გვარს, პირად ნომერს. ასევე, საჭირო თანხის ოდენობას და გადახდის პერიოდს. თანხის მისაღებად არ გჭირდებათ არანაირი დოკუმენტი.  მოითხოვება მხოლოდ პირადობის მოწმობა, საბანკო ანგარიში და მობილური ტელეფონის ნომერი. თანხა 5 წუთში ირიცხება თქვენს ანგარიშზე. სესხს იღებთ უზრუნველყოფის გარეშე, არ გიწევთ უძრავი ან მოძრავი ქონების ჩადება გარანტიის სახით. შესაბამისად, თქვენს ქონებას საფრთხის წინაშე არ აყენებთ. ონლაინ სესხების მომსახურებით სარგებლობა მომხმარებელთა ფართო სეგმენტს შეუძლია, რადგან თანხის მისაღებად მინიმალური მოთხოვნებია დაწესებული.

 

რა უნდა იცოდეთ მომსახურებით სარგებლობისას და რას უნდა მიაქციოთ ყურადღება?

 

იმისათვის, რომ გონივრულად შეარჩიოთ კრედიტი და დაზოგოთ თანხა, საჭიროა  ყურადღებით გაეცნოთ პროდუქტის პირობას, განსაკუთრებით კი ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ოდენობას. გაიგოთ რა თანხის გადახდა მოგიწევთ ყოველთვიურად, რა დამატებით ხარჯს მოიცავს მომსახურება. საუკეთესო არჩევანის გასაკეთებლად  შეადარეთ სხვადასხვა კომპანიის პროდუქტის პირობა ერთმანეთს. ამ გზით მარტივად შეძლებთ ფულის დაზოგვას და ხარჯების შემცირებას. ამასთან ისარგებლებთ დაბალპროცენტიანი სესხით.

 

კრედიტის აღებისას გაითვალისწინეთ თქვენი შემოსავალის და ყოველთვიური ხარჯების ოდენობა. გამოითვალეთ რა თანხის გადახდას შეძლებთ. შეეცადეთ სესხი დროულად დაფაროთ, რათა თავიდან აიცილოთ ჯარიმები. თუ თანხის დაფარვას დროულად ვერ შეძლებთ შეგიძლიათ ისარებლოთ გადავადების სერვისით, მინიმალური გადასახადის სანაცვლოდ შეინარჩუნოთ დადებითი საკრედიტო ისტორია და კრედიტი მოგვიანებით დაფაროთ.

 

დღეისათვის, მომხმარებლები საპროცენტო განაკვეთთან ერთად ყურადღებას აქცევენ თანხის სწრაფად და მარტივად აღების შესაძლებლობას. მათთვის კომფორტულია ისეთი მომსახურებით სარგებლობა, რომელიც ნაკლებ დროს მოითხოვს და არ სჭირდება ხანგძლივი პროცედურის გავლა. დატვირთული რეჟიმის გამო, საფინანსო კომპანიაში მისვლა არც ისე მოსახერხებელია. შესაბამისად,  უფრო კომფორტულია ისეთი მომსახურებით სარგებლობა, რომელიც არ მოითხოვს სახლიდან გასვლას. ონლაინ კრედიტი სწორედ ასეთი პირობით გამოირჩევა.  თანხის გაცემა ინტერნეტის საშუალებით ხდება, რაც სერვისს  მოქნილს ხდის.

 

თუ არჩევანის გაკეთება გიჭირთ, კრედი დაგეხმარებათ. მომსახურების საშუალებით  ერთ სივრცეში გაიგებთ სხვადასხვა ტიპის სესხის პირობას; საპროცენტო განაკვეთს, თანხის ოდენობასა და დაფარვის დროს. მარტივად შეძლებთ დაბალპროცენტიანი სესხის შერჩევას, დაზოგავთ დროს, ხარჯებს და ისარგებლებთ თქვენს მოთხოვნაზე მორგებული პირობის პროდუქტით. აირჩიე საერთაშორისო გამოცდილების მქონე კომპანიის სერვისი, შეარჩიე სასურველი ტიპის სესხი კიდევ უფრო გონივრულად და მოაგვარე ფინანსური პრობლემები.

 

ავტორი: ნიუპრესი