"ოპოზიციის წარმომადგენელი მმართველ გუნდს უცხადებს მხარდაჭერას"
„ოპოზიციის წარმომადგენელი მმართველ გუნდს მხარდაჭერას უცხადებს, მას უკვე ნათქვამი აქვს, რა ღირებულებების მხარდამჭერიცაა“–ასე გამოეხმაურა „დემოკრატიული მოძრაობა–ერთიანი საქართველოს“ ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელის წასვლას გოგი წულაია. „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანლის განცხადებით, მისთვის გაუგებარია, რა ღირებულებებზე საუბრობს დავით წიტაიშვილი, რომელმაც ღიად გამოუცხადა მხარდაჭერა გიორგი ჭიღვარიას.
„რა ღირებულებები აქვს დავით წიტაიშვილს ასეთი, რომ ჩვენი გაერთიანება არ მოსწონს, რატომ უნდა ყოფილიყო ის სიაში პირველი და მე მეორე, რატომ თვლის თავს ჩემზე უკეთესად, უნივერსიტეტში რომ ასწავლის, იმიტომ? თუმცა, რა ღირებულებაც აქვს, გამოჩნდა, გიორგი ჭიღვარიას გამოუცხადა მხარდაჭერა და ამით ყველაფერი ცხადია. კაცი, რომელიც სამი წელია ოპოზიციაშია, ერთი წინააღმდეგობა არ გაუწევია უმრავლესობისთვის, ის საუბრობს ღირებულებებზე“, – განაცხადა გოგი წულაიამ, რომლის თქმითაც, წიტაიშვილის წასვლაზე განმარტება ნინო ბურჯანაძის პატრიამ უნდა გააკეთოს.
„მე რა განმარტება უნდა გავეკეთო? რა დააკლდა წიტაიშვილის წასვლით პარტიას, ამაზე ნინო ბურჯანაძემ და მისმა პარტიამ უნდა ისაუბროს, ეს გამოჩნდება უახლოეს მომავალში“–განაცხადა წულაიამ.
გოგი წულაიამ ასევე დაადასტურა, რომ ქუთაისის მერობის კანდიდატად ნამდვილად შერჩეულია და რომ მისი წარდგენა 10 სექტემბრისთვის მოხდება.
შეგახსნენებთ, რომ დავით წიტაიშვილმა და მისმა გუნდმა დღეს პარტია დატოვა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















