|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პაატა ნადირაძე: ,,მოქალაქეებს ყოველდღე მივიღებ და მოვუსმენ" [R]

,,ჩემი მერობის პერიოდში მოქალაქეებს საშუალება ექნებათ ნებისმიერ დროს მოვიდნენ და საკუთარი პრობლემა გამაცნონ. მე მზად ვარ, თითოეულ მათგანს შევხვდე და არსებული საკითხის მოგვარებაში დავეხმარო. მე ვიქნები მერი, რომელიც კაბინეტში არ დაჯდება და ქალაქს ერთი ოთახიდან არ მართავს. მე ვიქნები მერი, რომელიც ავტომობილიდან არ შეამოწმებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს. მე ვიქნები მერი, რომელიც ხალხის კეთილდღეობაზე იქნება ორიენტირებული. მე მზად ვარ ისე ვემსახურო ჩემს ქალაქს, ოთხი წლის შემდეგ მოსახლეობა მადლიერი იყოს“-განაცხადა ჭიათურის მერობის კანდიდატმა პაატა ნადირაძემ შეხვედრაზე.

ჭიათურის მერობის კანდიდატი პაატა ნადირაძე სოფელ ხრეითის მოსახლეობას შეხვდა და ამომრჩევლებს მუნიციპალიტეტის განვითარების საკუთარი გეგმები გააცნო.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა